ყოველწლიურ საშობაო მიმართვაში, პაპმა ფრანცისკემ უკრაინაში მიმდინარე „უაზრო ომის“ დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ მოუწოდა.
ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე, Urbi et Orbi-ის მიმართვისას პონტიფიკოსმა „საკვების, როგორც ომის იარაღად“ გამოყენება დაგმო.
როგორც მედია წერს, კათოლიკური ეკლესიის მეთაურის 10 წუთიანი გამოსვლის დიდი ნაწილი უკრაინის ომმა დაიკავა, თუმცა პაპმა ასევე ახსენა სირიაში, იემენში, ერაყში, ლიბანში, ისრაელსა და პალესტინაში, მიანმარში, ავღანეთში, ეთიოპიაში, ირანში, ჰაიტიში, ისევე როგორც, აფრიკის საჰელის რეგიონში არსებული კონფლიქტები, არეულობები და ჰუმანიტარული კრიზისები. პონტიფიკოსის თქმით, მსოფლიო "მშვიდობის შიმშილს" განიცდის.
მანამდე, რომის პაპმა, წმ. პეტრეს ბაზილიკაში ღამით, საშობაო მესა აღავლინა. ქადაგებისას კი მორწმუნეებს მოუწოდა, მეტი თანაგრძნობა გამოიჩინონ ღარიბების მიმართ და ცხოვრებაში წვრილმანები დააფასონ.