საქართველოს პროკურატურამ ცოლ-ქმრის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 19 დეკემბერს, ქ. თბილისში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას ცოლ-ქმარს დანით ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც ისინი ადგილზე გარდაიცვალნენ. ბრალდებულმა კვალის დაფარვის მიზნით, ცხედრები შემთხვევის ადგილთან ახლოს არსებულ ორმოში მოთავსა და ხის ტოტებით დაფარა, რის შემდგომაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცავებმა ბრალდებული 21 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს მიერ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.