„ნეტფლიქსმა“ დოკუმენტური სერიალის „ჰარი და მეგანი“ ახალი ეპიზოდი გაავრცელა, სადაც პრინცი ჰარი მორიგ სკანდალურ განცხადებას ავრცელებს. ის ამბობს, რომ პრინცი უილიამისა და ქეით მიდლტონის აგრესია გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ჰარი და მეგანი მათზე პოპულარული წყვილი იყო.
ამბობენ, რომ განსაკუთრებით სკანდალური იქნება სერიალის ბოლო სამი ეპიზოდი, სადაც პრინცი ჰარი მოჰყვება მამასთან მძიმე საუბრის ეპიზოდს. საუბარია იმ მომენტზე, როცა ჰარიმ და მეგანმა სასახლიდან წასვლა გადაწყვიტეს და ამაზე სასაუბროდ, მეფე ჩარლზთან მივიდნენ. სწორედ ამ დროს, როგორც ჰარი ამბობს, მას უილიამი ბოლო ხმაზე უყვიროდა.