საბერძნეთში დაარსებულმა კომპანიამ Cosmote საშობაო რეკლამა გამოაქვეყნა, სახელწოდებით „შობის ჯადოსნური საჩუქარი“. Ogilvy Athens-ის მიერ შექმნილი კამპანია ელექტრონიკისა და ტექნოლოგიების ინდუსტრიასთანაა დაკავშირებული.
სიუჟეტი კი ასეთია: შობის წინა ღამეა. სანტა კლაუსმა ერთ-ერთ ოჯახში ნაძვის ხის ქვეშ დატოვა საჩუქრები, როცა მოულოდნელად შუქი აინთო. როგორც ჩანს, ქალს მშობიარობა ეწყება, ქმარი კი შეშფოთებული დარბის, ცდილობს, ყველა საჭირო ნივთი ერთიანად ჩაალაგოს და წავიდეს. მთელ ამ პროცესში სანტაც ერთვება და მათ თავისი მაგიის გამოყენებით ეხმარება. მთლიანობაში, ეს არის მოკლე ისტორია, რომელიც გვახსენებს, რომ ზოგიერთ საჩუქარს შეუძლია, ჩვენი ცხოვრება ჯადოსნური გახადოს.