გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე - მდგომარეობა არის მძიმე - ყოველი საათი ძვირფასია - Palitra News

გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე - მდგომარეობა არის მძიმე - ყოველი საათი ძვირფასია

2022-12-25 13:03:44+04:00

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა და მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის საკითხი არ უნდა გაჭიანურდეს. როგორც მან კლინიკა "ვივამედში" ჟურნალისტებს განუცხადა, ახლა მათთვის ყოველი საათი ძვირფასია.