პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ ფარგლებში, ქართული ტრადიციული რძის პროდუქტების პირველი კატალოგი შეიქმნა.ინიციატივა ადგილობრივი რძის პროდუქტების მრავალფეროვნების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. კატალოგში შესულია რძის ნაწარმის ისეთი მივიწყებული სახეობები, როგორიცაა გვაჯილა, კობის ყველი, კაზლა ყველი, კალტი, ყურუთი, ასევე რძის სხვა პროდუქტები - გაწურული მაწონი, ნადუღი, კაიმაღი და სხვა.პროექტი „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ დაფინანსებულია აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მიერ, რომელსაც ახორციელებს საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით.