გორში, საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის I ქვეით ბრიგადაში მორიგი ღია კარის დღე გაიმართა. სამხედრო ქვედანაყოფს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟინვალისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალეს პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ. მოსწავლეებმა სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურა, ახლად გახსნილი ყაზარმა და თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილი სპორტული კომპლექსი დაათვალიერეს. ღია კარის დღეები თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის რეგულარულად იმართება. ღონისძიების მიზანს თავდაცვის ძალების შესახებ ახალგაზრდა თაობაში ცნობადობის ამაღლება და ქართული ჯარის პოპულარიზაცია წარმოადგენს.