მიხეილ სააკაშვილის გარშემო მიმდინარე პორცესებს პოლიტიკურ სპექტრში ეხმაურებიან.
"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ ერთი ლიდერის სერგო ჩიხლაძის თქმით, პროცესები ხელოვნურად ჭიანურდება და ხელისუფლება ადეკვატური გადაწყვეტილების მიღებას არ აპირებს. მისივე აზრით, საჭიროა უფრო მძლავრი და დიდი პროტესტი.
"ქართული ოცნების" წარმომადგენელი მიხეილ სარჯველაძე კი მიიჩნევ,ს რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულირებს. მისივე განმარტებით, თუ სააკაშვილი ნამდვილად ავადაა, მათ მისი საზღვარგარეთ გადაყვანის ნაცვლად მკურნალობა უნდა მოითხოვონ, რადგან სარჯველაძის თქმით, დემენცია უცხოეთში გადაყვანისთვის საკმარისი მიზეზი არ არის.