მიხეილ სარჯველაძე - სახალხო დამცველის არჩევის ჩავარდნაზე პასუხისმგებლობა სრულად ოპოზიციას ეკისრება - Palitra News

მიხეილ სარჯველაძე - სახალხო დამცველის არჩევის ჩავარდნაზე პასუხისმგებლობა სრულად ოპოზიციას ეკისრება

2022-12-24 12:57:49+04:00

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სახალხო დამცველის არჩევის ჩავარდნაზე პასუხისმგებლობა ოპოზიციას ეკისრება. როგორც მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ოპოზიციამ არ უერთგულა პირობას, რომ სახალხო დამცველობის შვიდი კანდიდატი ჰყოლოდათ.