უკრაინაში ომის 304-ე დღეა - როგორი იყო ვითარება გასულ ღამეს? - Palitra News

უკრაინაში ომის 304-ე დღეა - როგორი იყო ვითარება გასულ ღამეს?

2022-12-24 12:19:00+04:00

უკრაინაში ომის 304-ე დღეა.

ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარის, ალექსანდრე სტარუხის განცხადებით, გასული რამის განმავლობაში მტერმა ზაპოროჟიეზე ავიაიერიში არაერთხელ მიიტანა. მისი თქმით, თავდასხმებმა ადგილბრივი გიმნაზიის შენობა და რამდნეიმე საცხოვრებელი სახლი დააზიანა. ავიაიერიშებს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, უკრაინელმა სამხედროებმა რუსული სარდლობის ორი პუნქტი და საბრძოლო მასალის ორი საცავი გაანადგურეს.

ამას გარდა, უკრაინის ავიაციამ გასული დღე-ღამის განმავლობაში მტრის წინნაღმდეგ 13 დარტყმა განაცორციელა.