ეკონომიკის მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე კომპანია „თელასს“ ეწვია და ზამთრის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო.
კომპანიის ხელმძღვანელობასთან ერთად, მინისტრის მოადგილემ დაათვალიერა „თელასის“ ცენტრალური სადისპეჩერო, რომელიც ემსახურება ელექტროენერგიის მიწოდების კონტროლს. აღინიშნა, რომ ამჟამად მიმდინარეობს ცენტრალური სადისპეჩეროს მოდერნიზებისა და თანამედროვე სისტემის დანერგვის სამუშაოები, რომელიც მართვას უფრო სრულყოფილს გახდის. ახალი სისტემის დანერგვა 2024 წლისთვის დასრულდება.
„თელასში“ სტუმრობისას, მინისტრის მოადგილე გაეცნო „თელასის“ მრიცხველების თანამედროვე ლაბორატორიის მუშაობას, სადაც შემოწმებას გადის როგორც ელექტრონული, ისე მრავალფუნქციური სმარტ მრიცხველები.