მიხეილ სააკაშვილმა რუს უფლებადამცველ მარკ ფეიგინს წერილი გაუგზავნა, რომელშიც ამბობს, რომ იგი პუტინის ბრძანებით მოწამლეს.
ინფორმაციას ამის შესახებ წერილის ფოტოსთან ერთად ფეიგინი „ტვიტერის“ პირად გვერდზე ავრცელებს.
„ძვირფასო მარკ, გილოცავთ დამდეგ დღესასწაულებს. თქვენი დიდი ხნის გულშემატკივარი ვარ და ახლაც რეგულარულად გიყურებთ. პუტინმა მართლა გასცა ჩემი ციხეში მოკვლის ბრძანება. ამერიკელმა ტოქსიკოლოგებმა დანამდვილებით დაადგინეს, რომ მე ციხეში ვიყავი მოწამლული და ამან გამოიწვია ყველა ჩემი სიმპტომი. ვცდილობ გავუძლო. წარმატებები თქვენ თქვენს კეთილშობილ საქმეში”, - წერია წერილში.
წერილს თავად ფეიგინიც ეხმაურება.
„მიხეილ სააკაშვილის ჩემთვის გამოგზავნილი წერილი ციხის საავადმყოფოდან. თუ არაფერს არ ვიზამთ, მოკვდება მიხეილ ნიკოლოზის ძე”, - წერს ფეიგინი.