ორბელიანის მოედანზე „საახალწლო სოფელი“ საზეიმოდ გაიხსნა. თბილისის მერიის ინფორმაციით, მიმდებარე ტერიტორია 13 იანვრის ჩათვლით პატარებისთვის და არა მარტო მათთვის, ჯადოსნურ სივრცედ იქცევა.
„საშობაო სოფლის“ გახსნას თბილისის მერის, კახა კალაძის გარდა, საკრებულოს თავმჯდომარე და "ქართული ოცნების" წევრების ესწრებოდნენ.
ცნობისთვის, „საახალწლო სოფელში“ მოწყობილ სხვადასხვა სცენაზე კონცერტები ყოველდღიურად, 13 იანვრის ჩათვლით გაიმართება.