Netflix-ის სერიალის „ჩრდილი და ძვალი“ მეორე სეზონი ეკრანებზე 16 მარტს გამოვა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, თავიანთ როლებს დაუბრუნდებიან ჯესი მე ლი, ბენ ბარნსი, არჩი რენო, ფედი კარტერტი, ამიტა სუმანი, კიტ იანგი და სხვები.
ახალ სეზონში 8 სერია იქნება. სერიალის გაგრძელება სერვისმა პირველი სეზონის მაღალი რეიტინგის გამო გადაწყვიტა. კერძოდ, პირველი 28 დღის განმავლობაში „ჩრდილი და ძვალი“ 55 მილიონ სახლში ნახეს, ის Netflix-ის ტოპ ათეულში 93 ქვეყანაში მოხვდა, 79 მათგანში კი პირველი ადგილი დაიკავა.
სერიალი ამერიკელი მწერლის, ლი ბარდუგოს წიგნებზეა დაფუძნებული, რომელთა მოქმედებაც გამოგონილ სამყაროში - გრიშარვესში ვითარდება. ის ტრილოგიას „ჩრდილი და ძვალი“ და დილოგიას „ექვსი ყვავი“ აერთიანებს.