დიდი ბრიტანეთის „დიდი ორმონდის ქუჩის საავადმყოფო“ და ბავშვთა საქველმოქმედო ორგანიზაცია პატარა ალისას შესახებ ახალ პოსტს ავრცელებს. ექვსი თვის შემდეგ, გოგონას ანალიზების მიხედვით, მწვავე ლეიკემია დამარცხებულია. ჯერ კიდევ 11 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ალისა პირველი იყო, ვისზეც ექიმებმა კიბოსთან ბრძოლის უახლესი მეთოდი, ანუ გენური ინჟინერია გამოიყენეს. სპეციფიკური ლიმფოციტების ჩანაცვლების გზით, სიმსივნური უჯრედების განადგურება მოხდა, რაც მედიცინაში, თავად ექიმების თქმით, უდიდესი გარღვევაა.
მანამდე, ალისას შემთხვევაში, ყველა ტიპის მკურნალობა უშედეგო იყო და ის პალიატიური მეთვალყურეობისთვის იყო განწირული.
უკვე დღეს „დიდი ორმონდის ქუჩის საავადმყოფო, სადაც გოგონას მკურნალობა ჩაუტარდა, აცხადებს, რომ მართალია, მეთვალყურეობა სჭირდება, მაგრამ პატარა ალისა უკვე სახლშია და სკოლისთვის ემზადება.