კონგრესმა შესაძლოა დონალდ ტრამპს 2024 წლის არჩევნებში კენჭისყრა აუკრძალოს. ამ რეკომენდაციას შეიცავს მოხსენება, რომელიც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კომიტეტმა კაპიტოლიუმზე შტურმის გამოძიების დასრულების შემდეგ წარმოადგინა. კომიტეტის 845-ი გვერდიან მოხსენებას არ აქვს სავალდებულო ძალა, თუმცა მან შეიძლება გაზარდოს ზეწოლა პროკურორებზე გადადგან შესაბამისი ნაბიჯი.