პარიზში უცნობმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი, დაიჭრა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ინციდენტი აღმოსავლეთის სადგურზე, ქურთული კულტურის ცენტრთან მოხდა. ადგილობრივი პოლიცია აცხადებს, რომ მე-10 ოლქში მომხდარს იძიებს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია თავდამსხმელი, რომელიც 69 წლისაა. მკვლელობის მოტივები ჯერჯერობით უცნობია.