რუსი ბლოგერები და მუსიკოსები კახეთში ნიახურის ციხეში გადაღებული ვიდეოსთვის საჯარო ბოდიშს იხდიან. სოციალურ ქსელში მათ მიმართვა გაავრცელეს, რომელშიც ამბობენ, რომ ქართველების შეურაცხყოფა არ უფიქრიათ.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ბლოგერები ციხის შესასვლელ კარს ფეხს ურტყამდნენ.