საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი სამედიცინო ცენტრი "ჯეო ჰოსპიტალსი" უკვე თბილისში ოპერირებს. ახალი მაღალტექნოლოგიური კლინიკა, რომელიც თბილისის „ჯეო ჰოსპიტალსის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის“ სახელის ქვეშ ფუნქციონირებს, 250 საწოლზეა გათვლილი და პაციენტებს ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს. მისი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება პედიატრიაა.
თბილისის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში პაციენტები გამართული გადაუდებელი დახმარებით, თერაპიული, რეანიმაციული და ქირურგიული მომსახურებით სარგებლობას შესძლებენ. „ჯეო ჰოსპიტალსი“ 25 სამედიცინო დაწესებულებითა და 900-ზე მეტი სტაციონარული საწოლით უკვე 11 წელზე მეტია, საქართველოს 5 რეგიონში ჯანდაცვითი სერვისების ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია.