ცოტა ხნის წინ, Colliers Georgia-მ უძრავი ქონების ბაზრის სპეციალურ ვებგვერდზე recov.ge-ზე საცხოვრებელი ბინების სეგმენტის განახლებული მიმოხილვა წარმოადგინა. ამ მონაცემების მიხედვით ნოემბერში, თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3 865 ერთეული შეადგინა, ეს კი წლის ნოემბერთან შედარებით 9%-ით მეტია. ბაზრის ზომა კი 28%-ით, 214 მილიონ აშშ დოლარამდეა გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ ახალ პროექტებში ბინების შეძენა 10%-ით გაიზარდა, ძველ პროექტებში კი 2021 წლის ნოემბერთან შედარებით მაჩვენებელი 7%-ით არის გაზრდილი.
სეგმენტების მიხედვით, გასული თვის განმავლობაში, თბილისში ახალაშენებულ პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 132%-ით გაიზარდა, მედიუმ სეგმენტში 67%-იანი ზრდა დაფიქსირდა. რაც შეეხება ეკონომ სეგმენტს, აქ ბინების გაყიდვები 12%-ით შემცირდა.
განახლებული მიმოხილვით, თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი გარეუბნებში 15%-ით, ფართო ცენტრში - 13%-ით, ქალაქის ცენტრში კი 14%-ით გაიზარდა.
უძრავი ქონების ბაზარზე არსებული ვითარება და 2023 წლის მოლოდინები - "ბიზნეს პალიტრის" სტუმარია "არსის" გენერალური დირექტორი ბესო ორთოიძე