დონეცკში დაჭრილ როგოზინს მოსკოვში გადაიყვანენ - Palitra News

დონეცკში დაჭრილ როგოზინს მოსკოვში გადაიყვანენ

2022-12-23 13:02:32+04:00

დონეცკში დაჭრილ როგოზინს მოსკოვში გადაიყვანენ. რუსეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი , უკრაინელი სამხედროების მიერ ერთ-ერთ რესტორანზე განხორციელებული შეტევის შედეგად დაიჭრა. როგოზინი, დაბადების დღეს აღნიშნავდა, თუმცა როგორც ის ირწმუნება, მოხალისეთა ერთ-ერთ ჯგუფთან სამუშაო თათბირს ატარებდა.