„ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან“ და „საისტორიო ძიებანის“ პრეზენტაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. მონოგრაფიების ავტორი ჯაბა სამუშიაა.
წიგნში პოპულარულ ენაზე გადმოცემულია ინფორმაცია ისეთ თემებზე, როგორიცაა თბილისის დაარსება და განაშენიანება, სამეფო კარისა და ურჩი ფეოდალების დაპირისპირება, დავით აღმაშენებლის სტატუსი გამეფებამდე, თამარის ეპოქისა და მისი მემკვიდრეების დროინდელი პოლიტიკური სიტუაცია, საქართველო და დასავლეთი ალექსანდრე მაკედონელის დროიდან მე-20 საუკუნის დასაწყისამდე.