მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი პოლიტიკურ სპექტრში შეაფასეს. როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, ახლა მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ ადეკვატური განაჩენი გონივრულ ვადაში გამოიტანოს.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ლევან ბეჟაშვილის აზრით, სასამართლო პროცესს განგებ აჭიანურებს. იგი ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ პასუხისმგებლობა აიღონ მიმდინარე პროცესებზე.
დავით უსუფაშვილის აზრით, კი ეს პროცესი იქნება მძიმე ფურცელი, რომელიც საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება.
მმართველ პარტიაში კი განსხვავებული მოსაზრება აქვთ. ნიკოლოზ სამხარაძის შეფასებით, დემენცია ვერ იქნება იმის საფუძველი, რომ ექსპრეზიდენტი უცხოეთში სამკურნალოდ გადაიყვანონ.