სამედიცინო ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის განცახადებებს გამოეხმაურა.მისი თქმით ხაჭაპურიძის მიერ მასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო, გაკვირვებული და გაოგნებულია. გეჯაძე თვლის რომ ადვოკატის მიზანი სასამართლოს მხრიდან პენიტენციური სამსახურის შუამდგომლობის, ერთიანი ექსპერტიზის ჩატარების უარყოფა იყო , რადგან სასამართლოს არ დააკმაყოფილებინა პენიტენციური სტრუქტურის შუამდგომლობა ერთიანი ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე . ექსპერტი ადვოკატს ცილისწამებაში ადანაშაულებს.