პოლიტიკის მიმომხილველი თამარ ჩერგოლეიშვილი საასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინულად საუბრის მოთხოვნას ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმაურება.
"ქართულ ენასთან გაიბუტა, რადგან საქართველოში მისი ილუზიები რეალობასთან სასტიკად დამარცხდა. ძალიან ძლიერი და ღირსეული ნაბიჯია.
ღმერთო, ოღონდ ეს კაცი მოაშორე ქართულ პოლიტიკას და სადმე სხვაგან აცოცხლე - მეტი არაფერი მინდა! მე შევანგრევდი ციხის კარს რომ შემეძლოს, გავიტაცებდი და სადმე, ტიბეტში დავტოვებდი ბუდისტ ბერებთან," - წერს ჩერგოლეიშვილი.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეებისთვის უკრაინულად მიმართვა სურდა.