სტუდენტების დასაქმებასა და კარიერულ წინსვლას ითვალისწინებდა დასაქმებისა და კარიერული განვითარების ფორუმი, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. ფორუმში როგორც სახელმწიფო, ისე კერძო კომპანიებიდან 40 პროფილური დამსაქმებელი მონაწილეობდა.
თსუ სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრს 300-ზე მეტ საჯარო და კერძო კომპანიასთან აქვს ურთიერთობა. ამ ურთიერთობის შედეგად, ცენტრი ყოველკვირეულად 30-ზე მეტი ვაკანსიას ან სტაჟირების პროგრამას სთავაზობს თსუ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს. წელს პირველად, ფორუმის პარალელურად, თსუმ სტუდენტებისთვის კარიერული განვითარების მიმართულებით საინფორმაციო შეხვედრები გამართა, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოში შრომის ბაზრის ტენდენციებს, გამოცდილი პირებისგან მიეღოთ რჩევები პროფორიენტაციისა და მოტივაციის მნიშვნელობის შესახებ.