იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს მხარი არ დაუჭირა - Palitra News

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს მხარი არ დაუჭირა

2022-12-22 12:15:51+04:00

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებს თამარ ალფაიძესა და რევაზ ეგაძეს მხარი არ დაუჭირა.

ამასთან, იურიდიულმა კომიტეტმა არც ცესკოს წევრის ვაკანტურ თანამდებობებზე ასარჩევად წარდგენილ გიორგი მარსაგიშვილის, ნათია წიპტაურის, ლევან ისაკაძისა და ქრისტინე ქაჯაიას კანდიდატურებს დაუჭირა მხარი.