რუსეთის კოსმოსური სააგენტოს ყოფილი დირექტორი დიმიტრი როგოზინი აღმოსავლეთ უკრაინაში დაბომბვის შედეგად დაიჭრა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„როსკომოსის“ ყოფილი ხელმძღვანელი, რომელიც ახლა ხელმძღვანელობს რუსი სამხედრო მოხალისეების გუნდს დონბასის რეგიონში, საავადმყოფოში გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც დონეცკში, სასტუმრო, სადაც ის იმყოფებოდა, დაბომბეს.
როგოზინის თანაშემწის განცხადებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.