კალათბურთის ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურში რატი ანდრონიკაშვილისა და ტად მაკფადენის მურსია თურქულ ტოფას ბურსას ესტუმრა და 87:77 დაამარცხა მეტოქე. საქართველოს ნაკრების ნატურალიზირებული კალათბურთელი ტად მაკფადენი ესპანლების შემადგენლობაშ სასტარტო შემადგენლობაში იყო, მის ანგარიშზე 24 ქულა 6 ასისტი და 1 მოხსნა იყო. ტადმა 9 დან 5 სამ ქულიანი, 3 დან 2 ორ ქულიანი და 5 დან 5 საჯარიმო ჩააგდო. მან პარკეტზე 26 წუთი გაატარა და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 23 იყო, რაც მის გუნდში საუკეთსო იყო. რაც შეეხება რატი ანდრონიკაშვილს, ახალგაზრდა ქართველმა 5 წუთი ითამაშა და მხოლოდ 1 მოხსნა დააგროვა, რატი რამდენიმე კვირაა რაც მურსიას შეუერთდა და ნელ ნელა გადის ადაპტაციის პერიოდს. ამ მოგების შემდეგ მურსიას ჩემპიონთა ლიგაზე A ჯგუფში 10 ქულა მოუგროვდა და მეორე ადგილზე დაასრულა ჯგუფი, რაც საშუალებას აძლევს შემდეგ ეტაპზე განაგრძოს ასპარეზობა.
გიორგი შერმადინის ლენოვო ტენერიფეს ჯგუფში პირველი ადგილი განაღდებული ჰქონდა, თუმცა თავისი შანსისთვის იბრძოდა ლიეტუის წარმომადგენელი ვილნიუსის რიტასი. შეხვედრის პირველი ნახევარი საკმაოდ დაძაბული იყო, თუმცა მეორე ტაიმში რიტასმა უპირატესობა მოიპოვა და მეტოქეს მიახლოების საშუალებას აღარ აძლევდნენ. საქართველოს ნაკრების ვეტერანი ცენტრი გიორგი შერმადინი ესპანელთა შემადგენლობაში სათადარიგოთა სკამზე იყო და პარკეტზე ჯამში 11 წუთი გაატარა. გიორგის ანგარიშზე 8 ქულა და 3 მოხსნა იყო. შერმადინმა 4 დან 2 ორქულიანი და 4 დან 4 საჯარიმო გამოიყენა ზუსტად.