„ნაპოლის“ ქართველმა გარემარბმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ნეაპოლის უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრა გამართა.
ხვიჩა კვარაცხელიამ აღნიშნა, რომ ნეაპოლელები ფეხბურთისთვის ცხოვრობენ და ამას პირველივე წუთიდან მიხვდა, როდესაც ნეაპოლში ჩავიდა.
„პირველად რომ ვითამაშე მარადონას სტადიონზე, თავი ნამდვილ პროფესიონალ ფეხბურთელად ვიგრძენი“, - აღნიშნა მან.
ხვიჩა კვარაცხელიამ მადლობა გადაუხადა ნეაპოლელ გულშემატკივრებს მათ სახლში თბილი მიღებისთვის.
„ქართველები და ნეაპოლელები ოჯახს ყოველთვის პირველ ადგილზე აყენებენ, ამიტომაც აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში“, - განაცხადა მან.