„ბედისწერის მადლიერი ვარ, რადგან ჯერ კატალონიელად დავიბადე, მერე სალვადორ დალი გავხდი“, - ხშირად იმეორებდა მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ექსტრავაგანტური მხატვარი. მართალია, ეპატაჟურ შემოქმედს დღესაც ზოგი გენიოსად, ზოგი შეშლილად მიიჩნევს, რადგან უჩვეულო ნამუშევრებთან ერთად არაორდინალური ცხოვრების წესითაც გაითქვა სახელი, მაგრამ ყველა თანხმდება, რომ მდიდარი ფანტაზიის წყალობით, სიურრეალისტმა დალიმ მნიშვნელოვნად გაუსწრო ეპოქას და რამდენიმე ათწლეულით ადრე შექმნა მომავლის სამყარო საკუთარ ნამუშევრებში, რომელთაც დროის ყველა გამოცდას გაუძლეს და დღემდე შეინარჩუნეს აქტუალურობა.