მაია სანდუ - მოლდოვა უერთდება საქართველოს ხელისუფლებისადმი ზელენსკის მოწოდებას, რომ მიხეილ სააკაშვილს სამკურნალოდ საზღვარგარეთ წასვლის საშუალება მიეცეს - Palitra News

მაია სანდუ - მოლდოვა უერთდება საქართველოს ხელისუფლებისადმი ზელენსკის მოწოდებას, რომ მიხეილ სააკაშვილს სამკურნალოდ საზღვარგარეთ წასვლის საშუალება მიეცეს

2022-12-21 21:36:59+04:00

მოლდოვა უერთდება საქართველოს ხელისუფლებისადმი ზელენსკის მოწოდებას, მიხეილ სააკაშვილს სამკურნალოდ საზღვარგარეთ წასვლის საშუალება მიეცეს , - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

“ვნერვიულობ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის პირობებიდან გამომდინარე სიცოცხლისთვის საშიში გართულებების გამო.

მოლდოვა უერთდება საქართველოს ხელისუფლებისადმი ზელენსკის მოწოდებას, ყოფილ პრეზიდენტს ჯანმრთელობის დასაცავად, საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასვლის საშუალება მიეცეს”, - წერს სანდუ.