საქართველოს პროკურატურამ ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ 9 ნოემბერს, თბილისში, პუშკინის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი და ამავე ტელეკომპანიის ოპერატორი პროფესიულ საქმიანობას ახორციელებდნენ, რა დროსაც ჟურნალისტმა ბრალდებულს რამდენიმე შეკითხვა დაუსვა. აღნიშნულმა პირმა, ჟურნალისტის შეკითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა და ვიდეოგადაღების შეწყვეტის და ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა. აღნიშნულის შემდეგ, ავტომანქანაში ჩაჯდა, კომენტარზე მისულ ჟურნალისტს ავტომანქანა განზრახ დააჯახა და შემთხვევის ადგილი დატოვა.