უზბეკეთმა ევროპაში პირველი ტვირთი რუსეთის გვერდის ავლით და საქართველოზე გამავალი მარშრუტით გაგზავნა. უწყების ცნობით, მატარებელი უზბეკეთი-თურქმენეთი-აზერბაიჯანი-საქართველო-ბულგარეთი/ევროპის მარშრუტით იმოძრავებს, ხოლო კასპიის და შავ ზღვებს საბორნე გადასასვლელებით გადაკვეთს.უზბეკეთის რკინიგზა წერს, რომ „ჩინეთიდან ევროპისკენ გამავალი ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი ჩინური ინციატივის, „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ფარგლებში მუშავდება და თუ მანამდე შუა დერეფანი ტვირთების დიდ ნაკადს არ იზიდავდა, ამჟამად მისი როლი იზრდება".
კერძოდ, წლის დასაწყისიდან ამ დერეფნის გასწვრივ გადაზიდვების მოცულობა საგრძნობლად გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ მანამდე უზბეკეთიდან სატვირთო მატარებლები ევროპა-აზიის სარკინიგზო გადაზიდვების ჩრდილოეთის მარშრუტით მოძრაობდნენ, რომელიც რუსეთზე გადის.
ამდენად, რუსეთის მოკავშირე შუა აზიის სახელმწიფოებიდან უზბეკეთი, ყაზახეთის შემდეგ, კიდევ ერთი ქვეყანა ხდება, რომელიც თავისი სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციას სანქცირებული რუსეთის გვერდის ავლით ცდილობს.
საქართველო, როგორც სატრანზიტო დერეფანი - როგორია არსებული ვითარება და სამომავლო პერსპექტივები - "ბიზნეს პალიტრას" სტუმარია ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი ზვიად ჭუმბურიძე