თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროსადგურ "გოცირიძის" სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელ კომპანია "მამისონთან" თანამშრომლობას აღარ გააგრძელებს. კახა კალაძემ ვიცე-მერს დაავალა, რომ გადადგან ყველა ნაბიჯი, რათა ეს კომპანია "გაშავდეს". მეტროს გახსნა კი გაურკვეველი ვადით, ისევ გადაიდო.