განათლებისა მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ მახარაშვილმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური თვითშეფასების განვითარების შემაჯამებელი ღონისძიება გახსნა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა მიღწეული შედეგები განიხილეს და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.
თამარ მახარაშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საუბრისას სკოლების თვითშეფასების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
პროგრამის ფარგლებში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესის დაგეგმვის კუთხით მნიშვნელოვანი აქტივობები ჩატარდა. პროცესი, ავტორიზაციის სტანდარტებთან მიმართებით, საქართველოს ყველა საჯარო სკოლის მიერ დიაგნოსტიკური თვითშეფასების განხორციელებას გულისხმობდა