პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში ტოქსიკური ნივთიერება ნორმაზე მაღალი არ არის. უწყების სამედიცინო ხელმძღვანელის განმარტებით, ტყუილია როდესაც საუბრობენ, რომ სააკაშვილი მოწამლულია.
აღნიშნულ საკითხს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი და დედა ეხმაურებიან და აღნიშნავენ, რომ ეს არის ჩვეულებრივი პრ კამპანია, რადგან კალიფორნიული ტოქსიკოლოგიური კვლევით დასტურდება, მოწამვლის ფაქტი.
რაც შეეხება ხვალინდელ სასამართლო პროცესს, სააკაშვილის უფლებადამცველის შალვა ხაჭაპურიძის თქმით, მესამე პრეზიდენტი ხვალინდელ სხდომას დიდი ალბათობით დისტანციურად დაესწრება. თემაზე დეტალებით ნინი გოგიშვილი გვიერთდება