წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის მეოთზე ტურში თბილისის დინამო ხორვატულ სპლიტის იადრანს ესტუმრა და 7:21 განადგურდა.
შეხვედრის სტარტი თანაბარი გამოდგა, ხორვატები მატჩის დასაწყისში დაწინაურდნენ, თუმცა მალევე დინამომ ჯახაიასა და პიეშივაცის გოლებით ანგარიში გაათანაბრა.
ამის შემდეგ იადრანმა თავისი თამაში იპოვა და პირველ მეოთხედში 4 გოლი გაგვიტანა, თბილისელებიდან კი თავი მაგრაქველიძემ გამოიჩინა. მეორე მეოთხედში მასპინძლებმა სრული უპირატესობა მოიპოვეს და დინამოს 8 უპასუხო გოლი გაუტანა და პირველი ნახევრის შემდეგ ანგრაიში 3:14 გახდა. მეორე ნახევარიც ანალოგიური სცენარით განვითარდა, „დინამოელებს“ მეტოქისთვის წინააღმდეგობის გაწევა უჭირდა და საბოლოოდ 7:21 დამარცხდა. თბილისლების მხირდან 3 გოლი პიეშევაცამ, 2 ახლედიანმა და თითო თითო ჯახაიამ და მაგრაქველიძემ გაიტანეს.
ეს საქართველოს წარმომადგენლებისთვის მიმდიანარე წელს ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო შეხვედრა იყო, დინამო თბილისი შემდეგ შეხვედრად სტუმრად 2023 წლის 10 იავარს სერბეთში „რადნიჩკის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.