ნიკა ამაშუკელი 2023 წლის 26 თებერვალს საფრანგეთსა და შოტლანდიას შორის ექვსი ერის მესამე ტურის შეხვედრას განსჯის. 28 წლის ქართველ რეფერის ჩრდილოეთ ნახევარსფეროს უძველეს საერთაშორისო რაგბის ტურნირზე ზედიზედ მეორე წელია იწვევენ.
ამაშუკელი გახდა პირველი რეფერი ტიერ2 სარაგბო ქვეყნებიდან, რომელიც ამ ტურნირზე მიიწვიეს. შარშან ის საფრანგეთი-იტალიაზე გვერდითი, ხოლო ირლანდია-იტალიაზე მთავარი მსაჯი იყო. სასიამოვნოა, რომ მსოფლიო თასის წინ ის ასეთი მაღალი დონის ტურნირზე კვლავ მიიწვიეს, რასაც წინ უძღოდა ნიკას დანიშვნები მაღალი დონის თამაშებზე ოთხ ერზე, ზაფხულისა და შემოდგომის ტესტ-მატჩებზე, ასევე საკლუბო ტურნირებზე.
ამაშუკელის თქმით, ის ფაქტი, რომ ის ზედიზედ მეორედ წარსდგება ექვს ერზე მთავარი მსაჯის რანგში და უზომოდ ახარებს.