იერუსალიმში 20 დეკემბერს მასტერსის პირველი დღე გაიმართა, სადაც მონაწილეობა სამმა ქართველმა გიორგი სარდალაშვილმა, ვაჟა მარგველაშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა მიიღო, თუმცა სამივე მათგანმა ასპარეზობა უმედლოდ დაასრულა.
19 წლის გიორგი სარდალაშვილი ტურნირში მეორე წრიდან ჩაერთო და უზბეკი დილშოდბეკ ბარატოვი ვაზარით დაამარცხა, თუმცა ¼ ფინალში აზერბაიჯანელ თურან ბაირამოვთან ჯერ ვაზარი გაუშვა შემდეგ კი იპონზე დაეცა და ასპარეზობა რეპეშაჟში განაგრძო, სადაც ესპანელ ფრანსისკო გრიგოსს იპონით აჯობა. ბრინჯაოსთვის ბრძოლაში სარდალაშვილი ტაივანელ იან იუნვეის შეხვდა და დამარცდა. რაც შეეხება ვაჟა მარგველაშვილს და ეთერ ლიპარტელიანს ისინი პირველივე წრიდან ჩაერთნენ ასპარეზობაში. მარგველაშვილი ფრანგ მაქსიმ გობერთან მტკივნეული ილეთით დამარცხდა, ხოლო ლიპარტელიანი მეორე წრეში იაპონელ ცუკასა იოშიდასთან გოლდენ სქორში დამარცხდა.
დღეს ტატამზე 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილი და გიორგი ტერაშვილი გამოვლენ, ხოლო 81 კილოგრამში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი.