მედია - ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჯო ბაიდენთან შეხვედრას გეგმავს - Palitra News

მედია - ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჯო ბაიდენთან შეხვედრას გეგმავს

2022-12-21 09:12:28+04:00

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი შეერთებულ შტატებში ვიზიტსა და ამერიკელ კოლეგასთან, ჯო ბაიდენთან შეხვედრას გეგმავს, - ინფორმაციას CNN-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი განცხადებით, მოულოდნელი ვიზიტი დაემთხვევა ადმინისტრაციის განზრახვას, უკრაინას თავდაცვის დახმარების ახალი პაკეტი გაუგზავნოს, რომელიც Patriot-ის სარაკეტო სისტემებს მოიცავს.

ვიზიტი, რომლისთვის მზადება ჯერ არ დასრულებულა, იქნება ზელენსკის პირველი გასვლა უკრაინის ფარგლებს გარეთ თებერვალში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ.