სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის "შემოდგომის ლეგენდის" გამარჯვებულს თაკო წულაიას ჯაბა სამუშიამ კონკურსის სპეციალური პრიზი გადასცა. თსუს სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი წელს მეთოთხმეტედ ჩატარდა. პროექტში მონაწილეობას საქართველოს მასშტაბით არსებული ყველა აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები იღებდნენ. წელს პირველ ტურში მონაწილეობა 300-მდე კონკურსანტმა მიიღო, რომელთაგან 10 ფინალისტი „შუხმანის მამულში“ გაემგზავრა და იმპროვიზაციულ ტურში ახალი ნაშრომები შექმნა. 10 ფინალისტის მოთხრობა უკვე დაიბეჭდა ლეგენდის კრებულში, რომელიც თსუში დაჯილდოებაზე მოსულ სტუმრებს საჩუქრად გადაეცათ.