შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის ხელმძღვანელობით, შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებისა და გადმოსვენების უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე, განხილულ იქნა არსებული გამოწვევები და სამომავლო ხედვები. აღინიშნა წლის მანძილზე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან ინტენსიური თანამშრომლობით გაწეული ძალისხმევა, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა, სახელმწიფო მინისტრის აპარატის კოორდინაციით, თემატური სამუშაო ჯგუფების ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობასა და მიღწეულ შედეგებზე.