რუსული სარკინიგზო მარშრუტის გვერდის ავლის მიზნით, უზბეკეთმა „შუა დერეფანში“ სპილენძით დატვირთული პირველი მატარებელი გამოუშვა .„შუა დერეფანი“ კონტინენტთაშორისო ალტერნატიული სატრანსპორტო გზაა, რომელიც თურქმენეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს, კასპიის და შავი ზღვის 4,000-კილომეტრიან მარშრუტს მოიცავს. მის მიმართ ინტერესი განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ გაიზარდა, როდესაც სახელმწიფოებმა რუსეთის ალტერნატიული სატრანსპორტო გზების მოძიება დაიწყეს.უზბეკეთიდან დაძრული მატარებელი 46 სატვირთო ვაგონს მოიცავს და ის თითქმის სრულად სპილენძითაა დატვირთული.
ევროკავშირის შეფასებით, „შუა დერეფანი“ რუსეთში გამავალი „ჩრდილოეთის დერეფნის“ საუკეთესო ალტერნატივაა და მისით სარგებლობა სახელმწიფოებმა მომავალშიც აუცილებლად უნდა გააგრძელონ, რათა რუსეთის ფედერაციას სატრანზიტო შემოსავლებიც შეუმცირდეს.