„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი კირთაძის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დევნისა და ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, - ამის შესახებ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელმა, ანზორ გურულმა უწყების ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, დაკავებულს სასჯელის სახის 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრს და ბათუმში, ამავე პარტიის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, გიორგი კირთაძეს გუშინ თავს დაესხნენ. ჟურნალისტებთან საუბრისას მას უცნობი მამაკაცი მიუახლოვდა და კვერცხები დაუშინა.