შეუძლებელია უყურო, ცივილიზებული სამყაროს თვალწინ როგორ კლავენ საქართველოს ისტორიასა და მის პრეზიდენტს , - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
როგორც პოდოლიაკი წერს, უკრაინა მზადაა მიიღოს მიხეილ სააკაშვილი.
“შეუძლებელია ტელევიზიის პირდაპირ ეთერში უყურო, როგორ კვდება ადამიანი, რომელსაც იცნობ. შეუძლებელია უყურო, ცივილიზებული სამყაროს თვალწინ როგორ კლავენ საქართველოს ისტორიასა და მის პრეზიდენტს. უკრაინა მზადაა მიიღოს მიხეილ სააკაშვილი, უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება და სათანადო მკურნალობა. საქართველო, სწორი არჩევანი გააკეთე”, - წერს პოდოლიაკი.