"ნაციონალური მოძრაობის" წევრზე, გიორგი კირთაძეზე პირდაპირ ეთერში თავდასხმას ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ეხმაურებიან. ოპოზიციის წევრების ნაწილი მიიჩნევს, რომ მასზე განხორციელებული თავდასხმა ,,ქართული ოცნების" მხრიდან წინასწარ ორგანიზებული იყო და ისინი ქვეყანაში ძალადობას ახალისებენ.