"სააკაშვილის გამოგზავნა საქართველოში იყო სპეცოპერაცია, დღეს სპეცოპერაციის ავტორებმა, მისი შემსრულებლის სასარგებლოდ უზრუნველყვეს უკრაინის პრეზიდენტის განცხადება - ეს არის მარტივი შეფასება" - ზელენსკის განცხადება პარლამენტში დილიდან განხილვის თემაა - Palitra News

"სააკაშვილის გამოგზავნა საქართველოში იყო სპეცოპერაცია, დღეს სპეცოპერაციის ავტორებმა, მისი შემსრულებლის სასარგებლოდ უზრუნველყვეს უკრაინის პრეზიდენტის განცხადება - ეს არის მარტივი შეფასება" - ზელენსკის განცხადება პარლამენტში დილიდან განხილვის თემაა

2022-12-20 15:10:24+04:00

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება პარლამენტში დილიდან განხილვის თემაა. ოპოზიციის წევრების თქმით, როდესაც ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ყურადღებას ამახვილებს დასაფასებელი და გასათვალისწინებელია, რადგან ხელისუფლებისგან განსხვავებით, ისიც კი ხვდება, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

მმართველ პარტიის წევრი, მამუკა მდინარაძე კი მიიჩნევენ, რომ ზელენსკის განცხადება სპეცოპერაციის დამკვეთებმა აიძულეს, თუმცა ვინ არიან სპეცოპერაციის დამკვეთები ამას არ აკონკრეტებს.