კილიან მბაპეს მსოფლიოს თანამედროვე ფეხბურთის მთავარ საოცრებას უწოდებენ. 17 წლის ასაკში ახალგაზრდა თავდამსხმელი უკვე საფრანგეთის ჩემპიონი გახდა და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა. 18 წლის ახალგაზრდისთვის კი უკვე პლანეტის ცნობილი კლუბები იბრძოდნენ. მაშინ კილიანმა ფრანგული "პარი სენ-ჟერმენი" ამჯობინა და ცოტა ხნით მიატოვა ბავშვობის ოცნება - ეთამაშა ლიონელ მესის გვერდით.
კილიანი ბონდში, პარიზის გარეუბანში 1998 წლის 20 დეკემბერს დაიბადა. რთულია, ფეხბურთელს მიაკუთვნო გარკვეული ეროვნება, რადგან მშობლები წარმოადგენენ სხვადასხვა ერს: მამა აფრიკელია, კამერუნის მკვიდრი, დედის ფესვები კი არაბეთიდან მოდის, მისი წინაპრები საფრანგეთში ალჟირიდან გადასახლდნენ. ფეხბურთელი იცავს საფრანგეთის ტრადიციულ რელიგიას - ქრისტიანობას.ბავშვობიდან მბაპეს კერპები კრიშტიანუ რონალდუ და ზინედინ ზიდანი, მისი საყვარელი კლუბი კი მადრიდის "რეალი“ იყო... განაგრძე კითხვა Ambebi.ge-ზე