უკრაინაში ომის მე-300 დღეა. რუსი ოკუპანტების მრიდან ხერსონზე მიტანილ სარაკეტო იერიშს მსხვერპლი მოჰყვა, დაზიანდა სახელმწიფო დაწესებულებებისა და გიმნაზიის შენობები. უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, ოკუპანტებმა ქალაქის წინააღმდეგ „ეს-300“ ტიპის რაკეტები გამოიყენეს.
ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის ძალები ბახმუტის მახლობლად დიდი ხნის წინ დაკავებული პოზიციებიდან განდევნეს.
საბრძოლო მოქმედებები აქტიურად მიმდინარეობს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებშიც. საომარი ვითარება განსაკუთრებით აქტიური ბახმუტის შემოგარენშია.